Friday, December 11, 2009

სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელი: სარეკლამო ბუკლეტი.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს შესახებ. სარეკლამო ბუკლეტის შექმნა.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა შეისწავლეს თემა :„შეგერგოთ“. შეისწავლეს რამდენიმე ქვეყნის სამზარეულო, კაფეების , რესტორნების სარეკლამო განცხადებები. გადაწყვიტეს მოიძიონ ინფორმაცია მათთვის სასურველი ქვეყნის სამზარეულოზე და მოიფიქრონ სარეკლამო განცხადებები,შექმნან სარეკლამო ბუკლეტები.ჩამოყალიბდა ოთხი ჯგუფი. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს კვლევის გეგმა,გაინაწილეს ფუნქციები:
1.ინფორმაციის მოძიება ისტ-ის საშუალებით.
2.ინტერვიუს აღება.
3.შესაბამისი სურათების მოძებნა.
4.ჩანაწერების გაკეთება.
5.პროექტის პრეზენტაცია.
4.მოსწავლეთა ასაკი: 12 წელი.
5.ვადები,ხანგრძლივობა: 1კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეებმა აირჩიეს თემა:„სარეკლამო ბუკლეტი “.ჩამოყალიბდა ოთხი ჯგუფი.ჩამოაყალიბეს კითხვები.თითოეულ ჯგუფში შეიმუშავეს პროექტის გეგმა.გადაინაწილეს მოვალეობები .დაამზადეს ბუკლეტები. წარადგინეს პროექტი.მოხდა პროექტის შეფასება.

7.მოსალოდნელი შედეგები:უნდა შეიქმნას პლაკატი ,რომელზეც განთავსებული იქნება მოსწავლეთა ნამუშევრები.პროექტის დახმარებით განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების ,ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები. გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების კულტურას.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები მოისმენენ საინტერესო ინფორმაციას.
9.სამუშაო ენა: რუსული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.
11.საგნებთან[საგნობრივ ჯგუფებთან ] ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კავშირი ხელოვნების მასწავლებელთან ,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:კითხვა:იგებს ყოფითი ხასიათის ტექსტს. იგებს ფაქტობრივ ინფორმაციას. წერა:მოდელის მიხედვით წერს მცირე ზომის ტექსტს. კულტურათა დიალოგი:მოსწავლე ამოიცნობს ინფორმაციას კულტურის სფეროდან. იჩენს ინტერესს კულტურული თავისებურებების მიმართ.სწავლის სწავლა:მოსწავლე თანამშრომლობს გუნდის წევრებთან.
12.პროექტის ფასილიტატორი: ნატალია ჭელიძე.
13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nato.chelidze1@gmail.com